„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ ზუგდიდში

2017 წლის 12 ოქტომბერს 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მიხეილ ხორავას სახელობის ზუგდიდის სამხატვრო გალერეის ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ღონისძიების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს. მიხეილ ხორავას სახელობის ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გამოფენა 12 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.