In Memoriam – მეცნიერი ქალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღიდან ბევრი ცნობილი მეცნიერი ქალი მუშაობდა და მუშაობს. ისინი დიდი სიყვარულითა და რუდუნებით ამუშავებენ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს თუ ცნობილ მოღვაწეთა არქივებს, გამოსცემენ ტექსტებს, რათა სამეცნიერო წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ეპოქის მხატვრული თუ ისტორიული ძეგლები. რესტავრაციის ლაბორატორიაში ზრუნავენ ხელნაწერების დაცვასა და რესტავრაციაზე. 4 სექტემბერს გაიმართა კონფერენცია, რომელზეც გაიხსენეს და შეაჯამეს ის ღვაწლი, რომელიც მიუძღვით ცენტრის მეცნიერ ქალებს ხელნაწერთა შესწავლისა და გამოცემის საქმეში.