ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას

2017 წლის 2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით.

სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.

სტაჟირების განმავლობაში საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები ცენტრის  დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა და სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ, გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  ეძლევათ სერთიფიკატი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით:  იხილეთ მიბმული ფაილი

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტი, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირი (თუ მოთხოვნაში არ არის დაზუსტებული საფეხური).

სტაჟირების კანდიდატმა ელექტრონული სახით  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განაცხადის ფორმა
  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და  CV-ს საფუძველზე;
  2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.

 

საბუთების მიღება გაგრძელდება 2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge

ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენისა და განათლების სამსახურში. არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

მისამართი: მ. ალექსიძის 1/3

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

პროგრამის კოორდინატორი: განათლებისა და გამოფენების განყოფილება

ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)