ნიკოლოზ ბარათაშვილი – 200

26 სექტემბერს 14:00 საათზე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში (მის: თბილისი, გ. ჭანტურიას №8) გაიხსნა გამოფენა „ ნიკოლოზ ბარათაშვილი – 200“, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს მიეღვნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. გამოფენაზე წარმოდგენილია ბარათაშვილის ბიოგრაფია, პუბლიცისტიკა, შემოქმედება, უბის წიგნაკები და სხვა. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და რამდენიმე საჯარო ლექციას მოიცავს. 26 სექტემბერი – საჯარო ლექცია 1: „ტატოს ცხოვრება“ – მწერალი აკა მორჩილაძე 27 სექტემბერი – საჯარო ლექცია 2: ნიკოლოზ ბარათაშვილის თარგმანების პრობლემა – ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი 28 სექტემბერი საჯარო ლექცია 3: „ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი“ – ლევან თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ღონისძიება ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში