„ილია ჭავჭავაძე – 180“
27 სექტემბერს 14:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „ილია ჭავჭავაძე – 180“, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს. გამოფენაზე, რომელიც სამ დღეს გასტანს, წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფული ნუსხები, ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არქივიდან. გარდა ამისა ღონისძიება მოიცავს საჯარო ლექციებს. • ლექცია 1. „მეცნიერულისიახლეებიილიაჭავჭავაძისტექსტებთანდაკავშირებით“.-მაია ნინიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. • ლექცია 2. „ილია ჭავჭავაძის მიმოწერა – XIX საუკუნის საზოგადოებრივი ყოფის ამსახველი წყარო“. – ქეთევან ხითარიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. • ლექცია 3. „მოდით,ერთადდავათარიღოთ” (ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების დათარიღებისა და ტექსტის დადგენის საკითხები) – მაია ნინიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. ღონისძიება ასევე მოიცავდა სიმულაციურ თამაშს „არქივისტი“, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, გააცნოს მოსწავლეებს ილიას შემოქმედება და მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის პირადი არქივის საფუძველზე, მეორე მხრივ, არქივისტის პროფესიის – საარქივო საქმის თავისებურებები და ხიბლი, დოკუმენტურ წყაროებთან მუშაობის სხვადასხვა ასპექტები. ღონისძიება ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში