მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 24 სექტემბერი

2017 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება. ფესტივალში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული და საზოგადოებას მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. გახსნის დღეს, 24 სექტემბერს, რიყეზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთხესთან დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა შემეცნებითიპროგრამა “როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუასაუკუნეების საქართველოში”. ასევე ქაღალდის დამზადების პროცესი, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვადამისიშემკობა. აღსანიშნავია რომ აღწერილ პროცესში მნახველს საშუალება ექნება თვითონ ჩაერთოს და საკუთარი ხელით დაამზადოს ქაღალდი.