ცხადდება ვაკანსია განათლებისა და გამოფენების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე
დამსაქმებელი: სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (შტატგარეშე)
სამუშაოს აღწერა: ცენტრის კოლექციებში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ამ დაწესებულებაში ჩამოყალიბებული სამეცნიერო ტრადიციების საფუძველზე საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში თანამონაწილეობა. საჭიროების შემთხვევაში საგამოფენო სივრცეში ექსკურსიების ჩატარება.
მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრი/მაგისტრი/დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება: კულტურულ მემკვიდრეობასთან ან საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებულ სფეროში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: – ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (B2 დონის შესაბამისი)
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, PowerPoint, Excell)
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
- უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრი/მაგისტრი/დოქტორანტი).
საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობა:
- კულტურულ მემკვიდრეობასთან ან საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებულ სფეროში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება;
- ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (B2 დონის შესაბამისი).
გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ჩატარდება კონკურსის 2 ეტაპი:
განცხადებების გადარჩევა;
გასაუბრება.
დამატებითი იფნორმაციისათვის იხ. დანართი 1
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 4 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:30 საათამდე, ცენტრის ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორთან მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა №1/3 ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@manuscript.ac.ge.