სტუმრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრის „ამსაბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკვე მეხუთედ ჩატარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამა. 20 ივლისს სპეციალურად დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა მეუღლეებისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა ნესტან ბაგაურმა ჩაატარა პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციების შესახებ და ასევე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრის თანამშრომლობის შესახებ, ასევე ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. უფრო დეტალურად კი განიხილა 2017 წელს განხორიცელებული პროექტის ” საქართველოს ევროპული ისტორიის ფურლცების” შესახებ.