საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
2017 წლის 7 აპრილს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში შედგა სპეციალური ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა მუდმივმოქმედი გამოფენის „ქართული ხელნაწერი“ დათვალიერებას, სტუდენტების პრეზენტაციას და საგანგებოდ მათთვის დაგეგმილ ლექციას.
ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა დავით კურცხალიამ და შოთა თვალაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ბეჭდები ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში“.
ცენტრის დიპლომატიკისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა მზია სურგულაძემ სტუდენტებს წაუკითხა ლექცია „ისტორიული დოკუმენტი როგორც ისტორიული წყარო“. სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართველ მეფეთა ტიტულატურასთან დაკავშირებულმა საკითხებმა.
სასწავლო პრაქტიკა ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოსუნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.