ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2 მარტს, 15:00 საათზე კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მოიცავდა მისი პირადი არქივების აღწერილობის პრეზენტაციასა და მისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. გარდა ამისა ნუკრი შოშიაშვილის შესახებ ისტორიები გაიხსენეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. წიგნის პრეზენტაციასა და ფილმის ჩვენებას ესწრებდონენ ნუკრი შოშიაშვილის შთამომავლები. დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადაეცათ პირადი არქივის აღწერილობის გამოცემა.