ეპისტოლური მემკვიდრეობის VII ტომის პრეზენტაცია
Posted at h
in სიახლეები
18 აპრილს, 15:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VI-VIIტომები)“ პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ეპისტოლური მემკვიდრეობის VII ტომი.
აღსაღნიშნია, რომ პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ფონდმა აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი 2016 წელს უკვე მესამედ დააფინანსა.