ფილმის პრეზენტაცია

5 აპრილს 14:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილმის პრეზენტაცია ნიკო მარის შესახებ, ფილმში წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცული ნიკო მარის იაფეტური თეორიის განვითარების ამსახველი კვლევები, წერილები და ფოტოები. აღნიშნული მასალის შესახებ ფილმში საუბრობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ესმა მანია.