„ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“
28 მარტს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა „ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“ გაიმართა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა ჩეხეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა , ჩეხეთის ბიბლიოთეკაში დაცული შუა საუკუნეების ხელნაწერების ფოტო-ასლები და იმავე პერიოდის ქართული ხელნაწერების ასლები. გამოფენა გახსნა „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, რომელმაც ისაუბრა ხელნაწერთა მემკვიდრეობის იმ მნიშვნელობაზე , რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. გამოფენას ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, რომელმაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუცხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა არა მარტო საქართველოში არამედ ზოგადად მთელს მსოფლიოში აქტიურად ცდილობს საკუთარი კულტურის პოპულარიზაციას.