„კალისტრატე ცინცაძე 150“ – წიგნის პრეზენტაცია

ორშაბათს, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (404-ეაუდიტორია) გაიმართა პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის რედაქტორობით გამოცემული წიგნის „კალისტრატე ცინცაძე 150“ პრეზენტაცია-განხილვა. წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, 1932-1952 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებას. წიგნის გამოცემა განხორციელდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. მისამართი: კ.ქუთათელაძის #3 სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტი