„წამება ქეთევან დედოფლისა“ – წიგნის პრეზენტაცია

2018 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა წიგნის „წამება ქეთევან დედოფლისა“ პრეზენტაცია და გაყიდვა. ისტორიული პოემის ჟანრის პირველი ნიმუში „ქეთევანიანი“, თეიმურაზ პირველის, ქეთევან დედოფლის ვაჟის მიერაა დაწერილი. პოემა მოიცავს მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს, რომლებიც დედოფლის ტყვედ ყოფნას და მის მოწამეობრივ აღსასრულს უკავშირდება. საინტერესოა, რომ პოემაში აღწერილია თეიმურაზის, როგორც შვილის ემოციები და ასევე, როგორც მეფის – ქვეყნის უმაღლესი იერაქრის – დამოკიდებულება მიმიდნარე მოვლენებისადმი. ჩვენამდე ხელნაწერის ავტოგრაფიულ ნუსხას არ მოუღწევია, შესაბამისად კრიტიკულად დადგენილი ტექსტი შეჯერდა მოგვიანო პეიროდის XVIII საუკუნის ხელნაწერების შედარების შედეგად. ტექსტს ახლავს კითხვასხვაობანი, დართული აქვს კომენტარები და შესავალი. ტექსტის დამუშავებისას გამოყენებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული არქივის კოლექციებში დაცული ხელნაწერები. წიგნში ქეთევან დედოფალი განხილულია არა მხოლოდ როგორც წმინდა მოწამე, არამედ როგორც კარგი პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატიური ნიჭის პარტონი. პრეზენტაციაზე ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე. დღეიდან მსურველებს წიგნის შეძენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაღაზიაში შეეძლებათ.