პარლამენტის წევრების სტუმრობა
Posted at h
in სიახლეები
2017 წლის 23 იანვარს, კ კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრად იყვნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მისი მოადგილე რამაზ ბლუაშვილი, ასევე პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე. სტუმრებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები მოინახულეს, დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერები და დოკუმენტები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და სტუმრებმა დაწესებულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.