მემორანდუმის გაფორმება
Posted at h
in სიახლეები
2017 წლის 13 იანვარს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ცენტრში დაცული გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსი (ჩოხა, კიტელი და გამაშები), ასევე გიორგი კვინიტაძის ქალიშვილის სამოსი გადაეცა თავდაცვის სამინიტროს რესტავრაციისათვის. აღდგენის შემდეგ ექსპონატები დაუბრუნდება კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.