ფოტოგრაფების ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Posted at h
in სიახლეები
6 იანვარს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრად იყვნენ საფრანგეთში დაბადებული ქართველი ფოტოგრაფი ჰენრი მაჭავარიანი და ყველასათვის ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი. სტუმრებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები მოინახულეს, დაათვალიერეს უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერები, მათ ასევე მოინახულეს იშვიათგამოცემათა კაბინეტი, სადაც ინახება ძველნაბეჭდი და იშვიათი გამოცემები. მაგალითად პირველი ქართული ბეჭდური წიგნი, რომელიც რომში დაიბეჭდა, ქართული ანბანი ლოცვებითურთ, იმერეთის დედოფალ ანა ორბელიანის კუთვნილი სახარება და სხვა