ლექცია “ხატების სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ენა”

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ლექცია: “ხატების სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ენა”. ლექცია ჩაატარა ირინა იაზიკოვამ.ქალბატონი ირინა გახლავთ ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგიიის კანდიდატი, წმ. ანდრეა მოციქულის სახელობის ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოცენტი, კოლომენსკის სასულიერო სემინარიის პროფესორი, სინოდის ბიბლიური-საღვთისმეტყველო კომისიისა და ხელოვნების, ატქიტექტურისა და რესტავრაციის საპატრიარქოსთან არსებული საექსპერტო საბჭოს წევრი. წიგნების ავტორი უძველესი და თანამედროვე ხატწერის შესახებ.