წიგნის “შუა საუკუნეების ქართული ტორევტიკა” პრეზენტაცია

18 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის წითელ დარბაზში გაიმართა წიგნის “შუა საუკუნეების ქართული ტორევტიკა” პრეზენტაცია. ღონისძიებას უძღვებოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე.