გამოფენის გახსნა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

16 ოქტომბერს ბორჯომის მხარეთმცოდეობის მუზეუმში გაიმართა „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, რომლის თანაორგანიზატორია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ამ უნიკალური პოემის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელობა. ღონისძიება 14:00 საათზე გაიხსნა და იგი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელბი ასევე სკოლის მოსწავლეები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ასლები: ე.წ ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი და წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი. ორივე ხელნაწერის ორიგინალი უნიკალური მხატვრობით გამოირჩევა. ბეგთბეგისეული ვეფხისტყაოსანი ცნობილია მისი გაფორმებით, რომელიც ოქრომელნითაა შესრულებული და თითოეული გვერდის ორნამენტი განსხავებულია. ხოლო წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი კი ყველაზე უხვად ილუსტრირებულ ვეფხისტყაოსნად ითვლება. საგამოფენო სივრცეში ასევე განთავსებული იყო საინფორმაციო ბანერები ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე. აღსანიშნავია, რომ გამოფენა ერთი თვე გაგრძელდება და ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი იქნება უნიკალური ხელნაწერის “წერეთლისეული” ვეფხისტყაოსნის ასლისა და საინფორმაციო ბანერების ხილვა. #ხელნაწერთაეროვნულიცენტრი #NCM #Nationalcentreofmanuscripts #მეცნიერება #განათლება #ხელნაწერები #გამოფენა