რესტავრაციის საბჭოს გაფართოებული სხდომა
Posted at h
in სიახლეები
30 სექტემბერს შედგა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომლის მუშაობაში ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საბჭოს მოწვეულმა წევრებმა: თამილა აფაქიძემ (ეროვნული არქივი), თამარ იაშვილმა, ერმილე მაღრაძემ (ეროვნული მუზეუმი) და ფრიდონ ლობჟანიძემ (ეროვნული მუზეუმი). საბჭომ იმსჯელა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საექპოზიციოდ შერჩეული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და რარიტეტული გამოცემების შესახებ, შეიმუშავა სათანადო რეკომენდაციები შერჩეული წერილობითი სიძველეების ექსპოზოციისა და ტრანსპორტირებისათვის