ვიქტორინა “წაიკითხე საქართველო”

14 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ ვიქტორინაში „წაიკითხე საქართველო“ გამარჯვებულები და მათი მეგობრები. სპეციალურად მათთვის ჩატარდა ექსკურსია, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც უძველესი ხელნაწერების მულაჟები,ასევე რამდენიმე ქართული, სომხური და არაბული ხელნაწერის ორიგინალი. ვიქტორინაში გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები.