განათლების მინისტრის ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Posted at h
in სიახლეები
2 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გვესტუმრა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. სტუმრობა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა მოინახულა ცენტრის საცავებში დაცული უნიკალური ხელნაწერი კოლექციები, რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები. ასევე დაათვალიერა მემორიალური და იშვიათგამოცემათა კაბინეტები. გარდა ამისა, განათლების მინისტრი შეხვდა ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე.