ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა)
პროექტის დასახელება: ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა)
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ბუბა კუდავა
პროექტის შემსრულებლები: ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე, ზურა ბატიაშვილი, ირმა ბერიძე, ნესტან ბაგაური, ნიკოლოზ ჟღენტი, გიორგი გოცაძე, ნათია ხიზანიშვილი.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:
1) შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ერთიანი, განახლებადი გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა. ამ ბაზასა და ვებ-რუკაზე განთავსებულია ტაო-კლარჯეთის რეგიონში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, მონასტერი, ციხე, ეპიგრაფიკა, ხელნაწერები, გეოგრაფიული პუნქტები, ისტორიული პირები და სხვა არტეფაქტები) შესახებ შეჯერებული ინფორმაცია (თარიღი, ინფორმაცია დაცული წყაროებსა და ლიტერატურაში, დეტალური აღწერა, თანამეროვე მდგომარეობა, ზუსტი GPS კოორდინატები და სხვ.);
2) მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ტაო-კლარჯეთის რეგიონთან დაკავშირებული ისტორიული და კულტურული მონაცემები გეოგრაფიულ ასპექტში;
3) მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს ისტორიულ და კულტურულ მონაცემთა სივრცით-თემატური ანალიზისა და ვიზუალიზაციის შედეგები;
4) ვებ-გვერდი ნებისმიერ პირს შესაძლებლობას აძლევს განათავსოს ტექსტური, ვიდეო ან ფოტო მასალა, რომლის ნაწილიც ფილტრაციის შედეგად ცენტრალურ სერვერზე, გეომონაცემთა ბაზაში მოხვდება.
5) პროექტის შედეგად მიღებული პროდუქტი ინოვაციური, უნიკალური და უკონკურენტოა საქართველოს პირობებში, ვინაიდან ეს არის გის-ის პროგრამის მეთოდოლოგიით ისტორიულ-გეოგრაფიული მონაცემების ასახვის პირველი პრეცედენტი. პროექტზე მუშაობისას:
- დამუშავდა ტაო-კლარჯეთის რეგიონთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული წყაროები და ლიტერატურა სრულად;
- ჩატარდა 10-ზე მეტი ექსპედიცია;
- შეჯერდა არსებული და ექსპედიციების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. პროექტის პროდუქტით წარმატებულად სარგებლობა შეეძლება როგორც სამეცნიერო, ისე სხვა ინტერესების მქონე საზოგადოებას, რაც შესაძლებელს გახდის წინასწარ დაიგეგმოს სამეცნიერო თუ ტელე-ექსპედიციები, ტურისტული მარშრუტები. მომავალში პროექტის შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა და ინტერაქტიური ვებ-რუკა გამოდგება აგრეთვე რეგიონში ჩასატარებელი სარესტავრაციო სამუშაოებისას პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. პროექტის შედეგად შექმნილი გეოინფორმაციული სისტემა ჩაიტვირთება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სერვერზე და ვებ-რუკის მეშვეობით რეალურად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მონაცემთა განახლება მოხდება სერვერზე, საიდანაც განახლებული ინფორმაცია მყისიერად გადაეცემა ვებსერვერს (ინტერაქტიური რუკა განთავსდება „კავკასუს ონლაინის“ სერვერზე). ვებრუკასთნ წვდომა შესაძლებელი იქნება ცენტრის ვებგვერდიდან. მონაცემთა სისტემა შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მუდმივად შეივსოს და განივრცოს. სხვადასხვა მასშტაბის მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც სამეცნიერო დაწესებულებების (მათ შორის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) წლიური გეგმების, ისე სხვადასხვა ფონდებიდან მოპოვებული გრანტების ფარგლებში. პროექტის მონაცემები ორგანიზებულია გეომონაცემთა ბაზაში, რომელიც წარმოადგენს გის-ის მონაცემების სტაბილური არსებობის გარანტიას. ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების გეოინფორმაციული სისტემა ორგანიზებულია საერთაშორისო საკოორდინატო სისტემაში (UTM-ისპროექციასა და WGS-84-ის ელიფსოიდში). ატრიბუტული მონაცემები (რეგიონი, ქვეყანა, საფოსტო კოდი და სხვა), რომლებიც ექვემდებარებიან საერთაშორისო სტანდარტებს, ISO-ს სტანდარტების მიხედვით იქნება ორგანიზებული, რაც მონაცემთა საერთაშორისო დონეზე სიიდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. მონაცემები სერვერის გარდა განთავსდება ასევე საარქივო ციფრული ვარიანტების სახით DVD დისკებზე, რომელიც შეიძლება გავრცელდეს დაინტერესებულ წრეებში.