ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები

პროექტის დასახელება:  ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეები

დარგი და მიმართულება:  ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ჯაბა სამუშია

პროექტის შემსრულებლები:   ჯაბა სამუშია,  ბონდო კუპატაძე, ლერი თავაძე , ალექსანდრე ბოშიშვილი,  აკაკი ჩიქობავა,  ოქროპირ ჯიქური,  მზისა ბუსკივაძე,  ლევან სილაგაძე,  ნინო სილაგაძე,  გიორგი ბაგრატიონი.

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 

პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ქართულ პროვინციებში – ჩრდილში, არტაანში, ერუშეთში, კლარჯეთში, შავშეთში, ტაო­ში, კოლაში და სხვ. მოეწყო ხუთი სამეცნიერო ექსპედიცია, აღნიშნული პრო­ვინ­ცი­ე­ბის ტერიტორიაზე არსებული ქართული ციხე-სიმაგრეები აღიწერა, განხორციელდა ფოტო-ფიქსაცია, აზომვა, გრა­ფიკული მონახაზების გაკეთება, ყველა ციხე-სიმაგრის არქიტექტურული გეგმის შედგენა და ძეგ­ლების შესაძლო მხატვრული რეკონსტრუქციების შექმნა. პროექტის ფარგლში მომზადდა ცი­ხე-სიმაგრეების შესახებ ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, ეთ­ნოგ­რაფიული გამოკვლევები.