ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ქართულ- ინგლისური ონლაინ კატალოგი და სრული აღწერილობა (ბეჭდური ვერსია)
პროექტის დასახელება: ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ქართულ–ინგლისური ონლაინ კატალოგი და სრული აღწერილობა (ბეჭდური ვერსია)
დარგი და მიმართულება: ფილოლოგია. კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ლილი ხევსურიანი
პროექტის შემსრულებლები: ლილი ხევსურიანი, ლალი ჯღამაია–გრიგოლია, ლია კიკნაძე, მიხეილ ქავთარია, თინა ცერაძე, ქეთევან ასათიანი, ნინო ქავთარია.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: ძირითადი შემსრულებლების მიერ კოდიკოლოგიურად და შინაარსობრივად (ტექსტოლოგიის თანამედროვე პრინციპების შესაბამისად) აღიწერა ივირონის ქართული კოლექციის 86 ხელნაწერი. აღწერილობები ითარგმნა ინგლისურად, მომზადდა ონლაინკატალოგის მაკეტი ქართულ და ინგლისურ ენებზზე. ილუსტრირებულ ჟანრში შევიდა ივირონის მონასტრის დაარსების მოკლე ისტორია, მისი მნიშვნელობა ქართული და ბერძნული მწერლობის ისტორიისათვის. ნაშრომს ახლავს ცნობები ქართულ ხელნაწერთა რაობის, თარიღის, მთარგმნელთა, გადამწერთა შესახებ, აგრეთვე, 25-მდე ხელნაწერის ილუსტრაცია, მოცემულია გიორგი მთაწმიდელისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტოგრაფიები. შეივსო და რედაქტირება გაუკეთდა 40-მდე ხელნაწერის აღწერილობას. მიმდინარეობდა აღწერილობის ინგლისური თარგმანის მოსამზადებელ სამუშაოებში.