ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეები

პროექტის დასახელება: ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეები

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შემსრულებლები: ალექსანდრე ბოშიშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:2013-2016 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდრე ბოშიშვილი მონაწილეობას მიიღებს საგრანტო პროექტში. პროექტის ფარგლებში გამოიცემა წიგნი, სადაც მონოგრაფიულად იქნება შესწავლილი ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, რომელშიც აღწერილი  იქნება  თურქეთის  ტერიტორიაზე,  ისტორიულ  ქართულ  პროვინციებში  (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი და სხვ.) არსებული ქართული ციხე-სიმაგრეები. რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში მოხდება ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების აღწერა, ფოტოფიქსაცია, აზომვა, გრაფიკული მონახაზების გაკეთება, ძეგლების არქიტექტურული გეგმის  შედგენა  და  ყველა  ციხე-სიმაგრის  შესაძლო  მხატვრული  რეკონსტრუქციების შექმნა.პროექტის ფარგლში მომზადდება აღნიშნული ციხე-სიმაგრეების ისტორიულ- წყაროთმცოდნეობითი,  ხელოვნებათმცოდნეობითი,  ეთნოგრაფიული  შესწავლა.  მთელი  მასალა თავს   მოიყრის   ერთიან   გამოცემაში   სახელწოდებით   –   „ტაო-კლარჯეთის   ისტორიული   ციხე-სიმაგრეები“