ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეები
პროექტის დასახელება: ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეები
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შემსრულებლები: ალექსანდრე ბოშიშვილი
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:2013-2016 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდრე ბოშიშვილი მონაწილეობას მიიღებს საგრანტო პროექტში. პროექტის ფარგლებში გამოიცემა წიგნი, სადაც მონოგრაფიულად იქნება შესწავლილი ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, რომელშიც აღწერილი იქნება თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ქართულ პროვინციებში (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი და სხვ.) არსებული ქართული ციხე-სიმაგრეები. რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში მოხდება ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების აღწერა, ფოტოფიქსაცია, აზომვა, გრაფიკული მონახაზების გაკეთება, ძეგლების არქიტექტურული გეგმის შედგენა და ყველა ციხე-სიმაგრის შესაძლო მხატვრული რეკონსტრუქციების შექმნა.პროექტის ფარგლში მომზადდება აღნიშნული ციხე-სიმაგრეების ისტორიულ- წყაროთმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, ეთნოგრაფიული შესწავლა. მთელი მასალა თავს მოიყრის ერთიან გამოცემაში სახელწოდებით – „ტაო-კლარჯეთის ისტორიული ციხე-სიმაგრეები“