ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფია

პროექტის დასახელება: ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფია

დარგი და მიმართულება: ფილოლოგია, კოდიკოლოგია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი:          ნესტან ჩხიკვაძე

პროექტის შემსრულებლები: ნესტან ჩხიკვაძემაია კარანაძე, ლელა შათირიშვილი, ვლადიმერ კეკელია, ზურაბ სამარღანიშვილი, შალვა გლოველი

გარდამავალი პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

შედგა გერმანიის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ვატიკანის, აშშ-ს, პოლონეთის, ჩეხეთისა და სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერ კოლექციათა შეკრებისა და კვლევის ისტორიათან დაკავშირებული გამოკვლევა; დაზუსტდა მონაცემები, გადაისინჯა ევროპის სიძველეთსაცავებში არსებული ქართული ხელნაწერი წიგნების აღწერილობები, კორექცია შევიდა მათს ჩვენებებში. დამუშავდა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული  ქართული ხელნაწერი წიგნების შესახებ, შემდეგი კოლექციებიდან: ბირმინგემის და კემბრიჯის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები (დიდი ბრიტანეთი); ჰოუგტონისბიბლიოთეკა, დუმბარტონოუქსი, პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ჰილისმუზეუმი (ამერიკის შეერთებული შტატები); სინის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნთსაცავის ახალი ქართული კოლექცია (ეგვიპტე). თითოეული ხელნაწერის შესახებ შეგროვდა საკატალოგე ინფორმაცია, ძველი და თანამედროვე კვლევები. დაერთო ბიბლიოგრაფია.