ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფია
პროექტის დასახელება: ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფია
დარგი და მიმართულება: ფილოლოგია, კოდიკოლოგია
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან ჩხიკვაძე
პროექტის შემსრულებლები: ნესტან ჩხიკვაძე, მაია კარანაძე, ლელა შათირიშვილი, ვლადიმერ კეკელია, ზურაბ სამარღანიშვილი, შალვა გლოველი
გარდამავალი პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:
შედგა გერმანიის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ვატიკანის, აშშ-ს, პოლონეთის, ჩეხეთისა და სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერ კოლექციათა შეკრებისა და კვლევის ისტორიათან დაკავშირებული გამოკვლევა; დაზუსტდა მონაცემები, გადაისინჯა ევროპის სიძველეთსაცავებში არსებული ქართული ხელნაწერი წიგნების აღწერილობები, კორექცია შევიდა მათს ჩვენებებში. დამუშავდა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხელნაწერი წიგნების შესახებ, შემდეგი კოლექციებიდან: ბირმინგემის და კემბრიჯის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები (დიდი ბრიტანეთი); ჰოუგტონისბიბლიოთეკა, დუმბარტონოუქსი, პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ჰილისმუზეუმი (ამერიკის შეერთებული შტატები); სინის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნთსაცავის ახალი ქართული კოლექცია (ეგვიპტე). თითოეული ხელნაწერის შესახებ შეგროვდა საკატალოგე ინფორმაცია, ძველი და თანამედროვე კვლევები. დაერთო ბიბლიოგრაფია.