ჭიათურის რაიონის ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)
პროექტის დასახელება: ჭიათურის რაიონის ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)
დარგი და მიმართულება: ისტორია, ისტორიული გეოგრაფია
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ირაკლი გელაშვილი
პროექტის შემსრულებლები: ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე
გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:
პროექტის მიზანია ჭიათურის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ გზამკვლევის მომზადება. პროექტის პირველ კვარტალში დამუშავდა სამეცნიერო ლიტერატურა ჭიათურის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, რის საფუძველზეც მომზადდა ერთიანი ელექტრონული ბაზა. მეორე კვარტალში მოეწყო ექსპედიციები ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლების ნახვის მიზნით. პროექტის ფარგლებში ნანახია ქალაქ ჭიათურის 48 სოფელი და იქ მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლები. პროექტის ფარგლებში 20-მდე, დღემდე უცნობი, წარწერა გამოვლინდა. აღნიშნული წარწერები, შინაარსობრივი თვასაზრისით, სხვდასხვა შინაარსისაა: სააღმშენებლო (ცხრუკვეთი, ხალიფაური), სავედრებელი (მანდაეთი, დარკვეთი, მერევი), იურიდიული აქტები (მანდაეთი, მერევი). ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი გამოვლენილი, 1679 წლის სააღმშენებლო წარწერა, შესწავლილია ისტორიულ-წყაროთმცოდნებითი თვალსაზრისით, რომლის შედეგების შესახებ ინფორმაცია, მოხსენების სახით, წარედგინა ილია აბულაძისადმი მიძღვნილ VI სამეცნიერო კონფერენციას. წარწერაში მოხსენიებული გიორგი გაიგივებულია აბაშიძეთა ფეოდალური სახლის მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან – გიორგი აბაშიძესთან და გარკვეულია ამ ფეოდალის ცხოვრება-მოღვაწეობის დღემდე უცნობი ფაქტები.