ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში
პროექტის დასახელება: ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში
დარგი და მიმართულება: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევები
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: აპოლონ თაბუაშვილი
პროექტის შემსრულებლები: აპოლონ თაბუაშვილი, აკაკი ჩიქობავა
გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები: პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფეოდალური ეპოქის საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, კონკრეტულად, სასაქონლო ფასების და მასზე მიბმული პრობლემატიკის შესწავლა. საქართველოს ეკონომიკური ისტორიის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა. გამოიცა ეკონომიკური ისტორიის კონკრეტული საკითხების შესახებ უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები, გაფართოვდა წყაროთმცოდნეობითი ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ისტორიის ცალკეულ საკითხებზე უამრავი მნიშვნელოვანი გამოკვლევა არსებობს, დღემდე შეუსწავლელი რჩება ფეოდალურ ეპოქაში არსებული სასაქონლო ფასები, მათი დინამიკა, რის მეშვეობითაც შესაძლებელია მოსახლეობის (სხვადასხვა ფენის) ეკონომიკური შესაძლებლობის, მათი მეურნეობის რეალური მოცულობების, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის, ბაზართან მათი კავშირის და სხვა საკითხების შესწავლა. პროექტის მიზანია შემდეგი საკითხების შესწავლა: ფეოდალური ეპოქის ფასები, მათი ცვლილება, საშინაო ბაზარი და სხვა. |