ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა
პროექტის დასახელება: ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხელოვნებათმცოდნეობა.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ტატიშვილი
პროექტის შემსრულებლები: ქეთევან ტატიშვილი ელენე მაჭავარიანი ნინო ქავთარია ეკა დუღაშვილი
პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა ქრისტიანული ხელოვნების განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ მე-20 საუკუნის ბოლოდან ხელოვნებათმცოდნეობითი მეცნიერების განვითარებისთვის და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მიმოქცევაში დანერგვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მინიატიურების მონაცემთა ბაზის შექმნამ. პროექტის მიზანი იყო ქართული დასურათებული ხელნაწერების კორპუსის საფუძველზე მონაცემთა ბაზის შექმნა, ამ ბაზაში შეძლებისდაგვარად სრულად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი IX-XIX საუკუნეების მოხატული ქართული ხელნაწერების იკონოგრაფიული ინდექსი, ასევე უნდა შექმნილიყო კატალოგ-ალბომის ელექტრონული მაკეტი და გამოცემულიყო ბუკლეტი პროექტის შესახებ. 2016 წელს პროექტის ფარგლებში გამოიცა ბუკლეტი პროექტის შესახებ და მომზადდა კატალოგ-ალბომის ელექტრონული მაკეტი, რომელშიც შევიდა მონაცემები და ილუსტრაციები მხოლოდ ყველაზე უხვად დასურათებული და განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების მქონე ხელნაწერებიდან.