ქართული პალიმფსესტი
პროექტის დასახელება: ქართული პალიმფსესტი
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ტექსტოლოგია.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ლამარა ქაჯაია
პროექტის შემსრულებლები:ლამარა ქაჯაია, ვლადიმერ კეკელია, ციცინო გულედანი, ხათუნა გაფრინდაშვილი, ირმა ხოსიტაშვილი, ნათია მიროტაძე.
გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:
1) შემუშავდა პალიმფსესტურ ხელნაწერთა აღწერისა და კატალოგიზაციის პრინციპები
2) გადაისინჯა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდები (ხელნაწერთა და დოკუმენტთა) და გამოვლინდა პალიმფსესტები.
3) წინასწარ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით ტექნიკურად დამუშავდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული A ფონდის კოლექციის 15 პალიმფსესტი, განისაზღვრა გადასაღები გვერდების რაობები, დიგიტალიზაციისთვის მომზადდა დამუშავებული გვერდები.