“საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები”

ა.წ. 7-8 ნოემბერს თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონების იმ მუზეუმებში,რომელთა ფონდებშიც ინახება ქართული ხელნაწერები,გაიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შედგენილი კატალოგის ”საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები” პრეზენტაცია. საზოგადოებას კატალოგი წარუდგინეს და ეგზემპლარები მუზეუმებს გადასცეს ავტორებმა – შალვა გლოველმა, მაია კარანაძემ, ნესტან ჩხიკვაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდა კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბ-ნი ზაალ აბაშიძე, რომელიც შეხვდა მუზეუმების ხელმძღვანელებს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები