კრებულის „მრავალთავი“ №24-ის პრეზენტაცია

3 ნოემბერს, 16:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილ. აბულაძის საგამოფენო დარბაზში ფილოლიგიურ-ისტორიული კრებულის „მრავალთავის“ №24 პრეზენტაცია გაიმართა.

„მრავალთავის“ მორიგ, 24-ე ტომში წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება ხელნაწერთმცოდნეობის, ფილოლოგიური, ისტორიული და კულტუროლოგიური საკითხების, აგრეთვე წყაროთმცოდნეობით, ეპიგრაფიკულ და არქეოგრაფიულ კვლევებსა და ხელნაწერის კონსერვაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.

მკითხველს აგრეთვე შესაძლებლობა ეძლევა იხილოს 2011-2015 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემათა ნუსხა და გაეცნოს მათ ანოტაციებს.

“მრავალთავი” ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი წარმოადგენს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჟურნალს, რომელიც 1971 წლიდან გამოიცემა პერიოდულად.