უცხოელი ჟურნალისტების ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

12 და 13 მაისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უცხოელი ჟურნალისტები და გამომცემლები (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, მაკედონია) ეწვივნენ. უცხოელები საქართველოში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

ჟურნალისტებსა და გამომცემლებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და დირექტორმა ბუბა კუდავამ უმასპინძლეს. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის საცავები და აქ დაცული უნიკალური ხელნაწერები.