პროექტი ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები”
2015 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები” პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართა.
იდეის ავტორი: მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე
დიზაინერი: დავით მაისურაძე
ფინანსური მხარდამჭერი: ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო
ტექნიკური უზრუნველყოფა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოაღვაწის ხელნაწერიდან: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ივანე ჯავახიშვილის, დავით გურამიშვილის, ამბროსი ხელაიას და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ფონტი.
პრეზენტაციაზე გამოფენილი იყო ათივე საზოგადო მოღვაწის საარქივო მასალა.
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერის გაცნობა და ელექტრონულ სივრცეში ქართული ფონტების მომრავლება.
პრეზენტაციის შემდეგ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ვებგვერდიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს სასურველი ფონტი და სრულიად უსასყიდლოდ დააინსტალიროს საკუთარ კომპიუტერში. ცენტრის ვებგვერდზე ატვირთული ფონტები საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს. საიტზე ყველა შრიფტს თანდართული აქვს გადმოწერის ინსტრუქცია და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიული მონაცემები.
პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე აეკრიფათ სასურველი ფონტით ტექსტი, ამობეჭდათ, გაცნობოდნენ როგორ ხდება გადმოწერა და დაინსტალირება.