VXIII საუკუნის ხელნაწერის გადმოცემის ცერემონია
2015 წლის 14 მარტს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ცენტრს XVIII საუკუნის ხელნაწერი საჩუქრად გადასცა.
წიგნი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით. ტექსტი შესრულებულია მხედრულით და იწყება მამო ჩვენოს განმარტებით,რასაც მოჰყვება „საქრისტიანო მოძღვრება“ შემდეგ კი, „წმინდა ჟამისწირვა“. ხელნაწერში ასევე მოცემულია ინფორმაცია ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიოკრებისშესახებ და სრულდება საეკლესიო კალენდრით.
ხელნაწერი შემომწირველმა, ეკა ბესელიამ შეიძინა კერძო პირისგან. 14 მარტიდან კი, აღნიშნული წიგნი ცენტრის საცავებში სხვა უნიკალურ კოლექციასთან ერთად დაიდებს ბინას.