ბიბლიური (ძველი და ახალი აღთქმის) სიუჟეტე¬ბი ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები

პროექტის დასახელება: ბიბლიური (ძველი და ახალი აღთქმის) სიუჟეტე­ბი ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია,  ხელოვნებათმცოდნეობა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ქავთარია

პროექტის შემსრულებლები:  ნინო ქავთარია ქეთევან ტატიშვილი ეკა დუღაშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  პროექტი დაიწყო 2014 წელს და დასრულდება 2016 წელს. შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მე-9-მე-18 საუკუნეების ქართულ დასურათებულ ხელნაწერებში ჩართული ახალი აღთქმის, კონკრეტულად კი საუფლო დღესასწაულების იკონოგრაფიული და მხატვრული წყაროების შესწავლა, ასევე შესწავლილია ქართულ ხელნაწერებში ძველი აღთქმის ყველაზე გავრცელებული თემების იკონოგრაფია და ლიტერატურული მასალა;  შედგა ელექტორნული ალბომი.