გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი ¬¬– საკონფერენციო გრანტების კონკურსი
პროექტის დასახელება: გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი – საკონფერენციო გრანტების კონკურსი
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ტექსტოლოგია.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ანა ხარანაული
პროექტის შემსრულებლები: ანა ხარანაული, ნათია მიროტაძე.
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:
კონფერენცია ჩატარდა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 30.04–03.05.2015 წ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ემანუელ ტოვმა, იუჯინ ულრიხმა, ანელი ემელეუსმა, კიარა ფარაჯანამ, სარიანა მეცომ, პიტერ კოვმა, პიტერ ჯენტრიმ, ჟან-მარი ოვმა და სხვებმა. მოხსენებები შეეხებოდა როგორც ებრაულ ბიბლიას, ასევე სეპტუაგინტასა და მის თარგმანებს. კონფერენციის მნშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბიბლიის ქართულ თარგმანებს და წარმოჩნდა ქართული ტექსტების მნიშვნელობა ბიბლიის ტექსტის ისტორიის სრულყოფილად წარმოსაჩენად, რადგან ქართული ტექსტები ბერძნულ ვერსიათა განვითარების ისეთ საფეხურებს შეიცავს, რომლებიც თავად ბერძნულში შემორჩენილი აღარაა. მოხსენებებმა გამოიწვია დისკუსია როგორც კონფერენციის ფარგლებში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისური ვერსია დაიბეჭდება ვანდერჰუკისა და რუპრეხტის (Vandenhoeck & Ruprecht) გამომცემლობაში სერიით DSI (De Septuaginta Investigationes) (http://www.v-r.de/de/de_septuaginta_investigationes_dsi/sd-1/58).