ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი

პროექტის დასახელება: ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ეპიგრაფიკა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: თამაზ გოგოლაძე

პროექტის შემსრულებლები:თამაზ გოგოლაძე , ირაკლი გელაშვილი, ნინი ხარშილაძე, თემო ჯოჯუა,

გელა ქისტაური, ოქროპირ ჯიქური.

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:  პროექტი ითვალისწინებს ქვემო ქართლი წარწერების კორპუსული სახით გამოცემას. უფრო კონკრეტულად, მოხდება ქვემო ქართლის თითოეული წარწერის ადგილზე წაკითხვას, პალეოგრაფიული პირების მომზადება და მათი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით შესწავლა. პროექტის პირველ ეტაპზე დამუშავდა ბიბლიოგრაფია ქვემო ქართლი ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ, კერძოდ, დამუშავდა ქართული და უცხოური ჟურნალ გაზეთები, ქართული და უცხოური მონგრაფიული ნაშრომები ელექტრონული სახით. ეს კი მნიშვნელოვანიაპროექტის შემდგომ ეტაპზე დაგეგმილ მივლინებებსა თუ ექსპედიციებისათვის. აღნიშნული პროექტის მიზანია გამოიცეს მაღალი სამეცნიერო აპარატით გამართული კორპუსული გამოცემა ამ მეტად საინტერესო რეგიონის წარწერების შესახებ. პროექტის ფარგლებში 2015 წელს მოძიებულ იქნა ინფორმაცია აღნიშნული რეგიონის შესახებ, შედგა ბიბლიოგრაფია და დაიწყო პერიოდული გამოცემებისა და მონოგრაფიების შესწავლა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დამუშავდა შემდეგი ავტორების სტატიები და მონოგრაფიები: ნუკრი შოშიაშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, ნინო ბერძენიშვილი, გიორგი გაგოშიძე, ზაზა ალექსიძე, დავით მუსხელიშვილი და გიორგი ჯავახიშვილი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია და ქართული ენა: ენციკლოპედია. ასევე ქართული წარწერების კორპუსი ტ.1. პროექტი სამ წელს მოიცავს. მომდევნო წელს იგეგმება ექსპედიციების მოწყობა და მოპოვებული მასალის დამუშავება-კლასიფიკაცია, ხოლო ბოლო წელი მთლიანად მოიცავს წარწერების კორპუსულ გამოცემაზე მუშაობას.