შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში: ათონის ქართული საღვთისმეტყველო–ლიტერატურული სკოლა

პროექტის დასახელება: შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში: ათონის ქართული საღვთისმეტყველო–ლიტერატურული სკოლა

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ბიზანტინისტიკა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ოთხმეზური

პროექტის შემსრულებლები: მაია რაფავა,ზაზა სხირტლაძე ,ზაზა ალექსიძე ,თინა ცერაძე ,ანა ხარანაული, დალი ჩიტუნაშვილი

 

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

ქართული მწერლობისა და კულტურის განვითარების ზოგად კონტექსტში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული საღვთისმეტყველო–ლიტერატურული კერების მოღვაწეობას, მათ შორის, გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა ათონის სამწიგნობრო სკოლა. ექვთიმე მთაწმიდელის, გიორგი მთაწმიდელის და სხვათა შეუდარებელი ორგანიზაციული და ლიტერატურული მოღვაწეობით ათონის სკოლამ მთელი ეტაპი შეადგინა ქართული მწერლობის განვითარების ისტორიაში. ათონის მოღვაწეები, ათონის ლიტერატურული პროდუქციის შემცველი ხელნაწერები ქმნიან ქართული კულტურის საგანძურს. პროექტის მიზანია ათონის საღვთისმეტყველო–ლიტერატურული სკოლის საქმიანობის წარმოჩენა დასაბამიდან ვიდრე უკანასკნელ წლებამდე.

პროექტისმიზანია, ნაშრომის – „შუასაუკუნეებისქართულიმწიგნობრობაქრისტიანულაღმოსავლეთსადაბიზანტიაში“ – ქართულიდაინგლისურენოვანივერსიებისგამოსაცემადმომზადება, რომელშიცროგორცქართველი, ისეუცხოელიმკითხველისათვისთანმიმდევრულად, დიაქრონულჭრილშიიქნებაწარმოდგენილიქართველთამწიგნობრულისაქმიანობაუცხოეთისსამონასტროკერებში – პალესტინაში, სინასმთაზე, ათონზე, კონსტანტინოპოლში, შავმთასადაპეტრიწონში.

2015 წელს დაიწერა ნაშრომის პირველი ორი თავი: ქართველთა მოღვაწეობის ადრეული კვალი ამ რეგიონებში და ამ კერათა შექმნის ისტორია.

პროექტი გულისხმობს უცხოეთის ქართული სავანეების მოკლე ისტორიის დაწერას,იქ მოღვაწე სასულიერო პირების მიზნების, მთარგმნელობითი მეთოდების ჩვენებასა და უცხოეთის ცენტრებში დაცული ხელნაწერების რეპერტუარის წარმოდგენას. ამ ეტაპზედ მომზადდა სინას მთაზე ქართველთა ყოფნის ისტორიის მოკლე ისტორია შესაბამისი ლიტერატურის მითითებით.

მომზადდა შესავალი ნაწილი (სამუშაო ვერსია), რომელშიც მიმოხილულია პალესტინაში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებისშესწავლის ისტორია.