გამოფენა “საქართველოს ოკუპაცია და ემიგრანტები”
Posted at h
in სიახლეები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტელეკომპანია ‘’იმედი’’, გადაცემა ‘’იმედის გმირები’’ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას ‘’საქართველოს ოკუპაცია და ემიგრანტები’’, სადაც წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ემიგრანტული საარქივო ექსპონატები და მასალა კერძო კოლექციებიდან.
გელით ყველას თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში
გამოფენა გაიხსნა 24 დეკემბერს და გაგრძელდება 10 იანვრამდე
მისამართი: სიონის ქ. № 8