გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“
4 ნოემბერს საქართველოში დიპლომატის დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში სპეციალური მიღება გამართა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.
ექსპოზიციაზე „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, რომელიც საქართველოსა და ევროპის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ კავშირებს ასახავს.
დამთვალიერებელს საშუალება ქონდა ეხილა საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალები, ქართული და ლათინური ხელნაწერი კოლექციები, ფოტოები, ილუსტრაციები, უძველესი რარიტეტების ფრაგმენტები, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი და სხვა.
დიპლომატის დღის ფარგლებში გამოფენის მოწყობის მიზანი იყო კიდევ ერთხელ წარმოეჩინა საქართველო, როგორც საერთო ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია ქართული დიპლომატიური სამსახურის უმნიშვნელოვანესი მიღწევის – საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი ამოქმედების გათვალისწინებით.
4 ნოემბერს ქართველი დიპლომატების პროფესიული დღესასწაული 2004 წლიდან აღინიშნება. თარიღი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
Exhibition “European Pages in Georgian History”
On November 4, the Day of Diplomacy was marked in Georgia. On this occasion, the National Centre of Manuscripts with the help of the Ministry of Foreign Affairs of Georgia organized the exhibition “European Pages in Georgian History” which took place 5th to 7th November 2014 in the Centre Exhibition Hall.
The exposition included manuscripts, photos, archival materials and old printed books reflecting the century-old relationship of Georgia and Europe, such as: Herodotus – History III century BC, Homer – “Odyssey” II century AD and “The Iliad” II-III centuries AD (papyrus), Sulkan-Saba Orbeliani – “Voyage in Europe” XVIII century, VakhushtiBagrationi – Geography XVIII century, etc.
The exhibition was open for visitors on November 5, 6 and 7.