გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფის გახსნა

13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა.

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საგანგებოდ ამ დღისათვის ღონისძების სტუმრებს წარუდგინა წმ. გრიგოლ ფერაძის პირადი წერილები ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძისადმი მიწერილი. წერილები ასახავს ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძის სტუდენტობის პერიოდს, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას და გამუდმებულ მცდელობას, როგორმე მიეღო ვიზა საბჭოთა მთავრობისაგან და აესრულებინა სანუკვარი ოცნება – სამშობლოში დაბრუნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, პოლონეთს ელჩი საქართელოში და წმინდა გრიგოლ ფერაძის შთამომავლები.