ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე

2014 წლის, 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოდგენილი იქნება წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

ფესტივალზე შეგიძლიათ საგამომცემლო ფასებში შეიძინოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვადასხვა საინტერესო გამოცემა, ღია ბარათი, კალენდარი და პლაკატი. პროფესიონალი კალიგრაფები შემოგთავაზებენ კალიგრაფიულ ნიმუშებს; სურვილის შემთხვევაში, კალიგრაფიული ხელით გადაწერილ სახელთა ინიციალებს (საზედაო ასოები), სახელს სრულად, სასურველ პოეტურ სტროფებს. ასევე, გექნებათ საშუალება, მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები მელნითა და კალმით წერაში, დაწეროთ სასურველი სტრიქონები ნუსხურით ან ასომთავრულით.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აღნიშნულ აქტივობებთან ერთად გიმზადებთ სხვადასხვა სასიამოვნო სიურპრიზს.

პროექტის მიზანია ქართული კალიგრაფიის, როგორც ქართული ეთნოკულტურის უნიკალური მონაპოვრის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქართული დამწერლობის ნიმუშების უდიდესი საცავის პოპულარიზაცია.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საბავშვო პროგრამა

მე მიყვარს წიგნი

წიგნის ფესტივალის ფარგლებში 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფესტივალის პატარა სტუმრებს შესთავაზებს პროგრამას „მე მიყვარს წიგნი“. პროგრამა შედგება 2 აქტივობისაგან:

1.კომპიუტერული პროგრამის „წიგნთან მოპყრობის მარტივი წესები“ წარდგინება.

პროგრამა მომზადებულია იუნესკოს მიერ შემუშავებული წიგნთან და ხელნაწერებთან მოპყრობის წესების მიხედვით. პროგრამა აგებულია სახალისო ანიმაციებისა და მითითებების საფუძველზე და არ შეიცავს ამკრძალავ ტონს.

პროგრამას წარადგენს პროექტს „ნიჭიერის“ და გადაცემა „ეკივოკის“ გამორჩეული მონაწილე ანა ქაშიბაძე.

2.წიგნის გვერდების რესტავრაციის მინისახელოსნოს მეცადინეობა.

პრაქტიკული აქტივობა შემუშავდა საგანგებოდ ბავშვებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ. ბავშვებს საშუალება ექნებათ სცადონ გახეული ფურცლის გამთელება-რესტავრაცია. მათთვის საგანგებოდ მოეწყობა სარესტავრაციო მაგიდა, სხვადასხვა სახის საგანგებო ფუნჯებით, წებოებითა და სარესტავრაციო ხელსაწყოებით. ეს გამოცდილება პატარებს შეეძლებათ გამოიყენონ შემდგომშიც, წიგნებთან ურთიერთობისას.

The National Centre of Manuscripts at XVI international book festival

The National Centre of Manuscripts took part at the international book festival from May 29 to June 1, 2014.
Different interesting publications, post cards, calendars and posters of the National Centre of Manuscripts were available at the festival. The professional calligraphers represented their calligraphic works. In case of interest they wrote the names of desired people.
The goal of the project was the popularization of Georgian calligraphy and the National Centre of Manuscripts as the greatest depository of Georgian manuscripts.

The program for children

In the framework of the festival on June 1, the Children’s Day, the National Centre of Manuscripts presented the young visitors of the festival the program “I love books”. The program consisted of two activities:

1. The presentation of the computer program “The simple rules how to treat books”
The program is prepared according to the rules how to treat books and manuscripts worked out by UNESCO. The program is built on the basis of entertaining animations and instructions.

2. Restoring the pages of the book
This practical activity was worked out specially for children by the specialists of the laboratory of restoration of the National Centre of Manuscripts. The children were able to try the restoration of the torn paper. Children will be able to use this experience in future too.