კალიგრაფიული სკოლის გახსნა ჭუბერში (ზემო სვანეთი)

2014 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე, ზემო სვანეთში, კერძოდ ჭუბერის საჯარო სკოლაში გაიმართა პირველი კალიგრაფიის სკოლა-სტუდიის პრეზენტაცია და მოეწყო მოსწავლე კალიგრაფებისა და პედაგოგის, ლილე ჩხეტიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა.

სკოლა გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა სკოლა-სტუდიისთვის საჭირო სივრცე და დამზადდა სპეციალური ავეჯი.