პროექტი საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

2014 წლის 30 აპრილს, ოთხშაბათს, 17 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის – „საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერები: მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)“ – შუალედური პრეზენტაცია-გამოფენა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის 1 წლის მუშაობის ანგარიში.

პროექტი დაიწყო 2013 წლის 15 აპრილს. მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა. მასალის მოძიება ხორციელდება რეგიონის მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ეკლესია-მონასტრებში, მეჩეთებში, სინაგოგებში, ასევე, კერძო კოლექციებშიც.

2013 წლის აპრილიდან 2014 წლის აპრილამდე პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამეცნიერო მივლინებები აჭარის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. პრეზენტაციაზე სწორედ ამ რეგიონებში მიკვლეული ხელნაწერების შესახებ იქნება საუბარი. საზოგდოებას მიეწოდება ინფორმაცია სად რა ხელნაწერები იქნა მიკვლეული, გაშუქდება ხელნაწერების შინაარსობრივი მხარე, ასევე, ნაჩვენები იქნება ფოტო მასალა. პრეზენტაციაზე მოეწყობა პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი საბაზო პროგრამის ჩვენება.

პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხოლო, თანამონაწილე – საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ‘

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და კომპანია ‘’ბილაინის“ ფინანსური მხარდაჭერით.